წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრს აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ინჟინერთა კორპუსის წარმომადგენლობა ეწვია
წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრს დღეს აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ინჟინერთა კორპუსის წარმომადგენლობა ეწვია. სტუმრები სარეაბილიტაციო ცენტრის ინფრასტრუქტურას და შესაძლებლობებს გაეცნენ.
ამერიკელ სამხედროებს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა პაატა პატიაშვილმა უმასპინძლა. ქართულმა მხარემ აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ინჟინერთა კორპუსის წარმომადგენლებს რეაბილიტაციის ცენტრის მომსახურების სპეციფიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ამერიკული მხარე უახლოეს მომავალში მოამზადებს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს პროექტს, რომლის საფუძველზეც წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრის ტერიტორიაზე ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყება. ინფრასტრუქტურულ პროექტის განხორციელებას ამერიკული მხარე უზრუნველყოფს.