სერჟანტთა სკოლის მსმენელები თსუ-ს ესტუმრნენ
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის მსმენელები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდნენ.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს პროფესორებმა – გუგული მაღრაძემ და რევაზ ჯორბენაძემ ლექცია წაუკითხეს და კონფლიქტური სიტუაციებიდან გამოსვლის სტრატეგიები და ყოველდღიურ ცხოვრებაში მათი გამოყენების წესები გააცნეს.
გაცვლითი სემინარები და ლექციები, სერჟანტთა მომზადების ცენტრსა და თსუ-ის კონფლიქტოლოგიის ფაკულტეტს შორის ორი წლის წინ გაფორმებული ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე იმართება.
სერჟანტთა ცენტრის მსმენელები უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან საინტერესო სემინარებს სხვადასხვა თემაზე ისმენენ, თავის მხრივ, თსუ-ის სტუდენტები ცენტრის მიერ ორგანიზებულ სიტუაციურ და საჩვენებელ სწავლებებს ესწრებიან, ასევე, ისმენენ ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ. ღია ლექცია-სემინარების მონაწილეთა შორის აქტუალურ საკითხებზე დებატებიც იმართება.
უწყებიც ცნობით, 2016 წლისთვის სერჟანტთა ცენტრში მთავარი სერჟანტების 10-თვიანი მომზადების კურსი დაიწყება. კურსის სასწავლო დისციპლინები ისეთ თემებს მოიცავს, როგორიცაა: საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა და უსაფრთხოება. ლექციებს აღნიშნულ თემებზე სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების წაიკითხავენ.