კიბერუსაფრთხოების ბიურომ საქართველოს სამხედრო ატაშეებს უმასპინძლა

კიბერუსაფრთხოების ბიურომ საქართველოს სამხედრო ატაშეებს უმასპინძლა. ბიუროს დირექტორმა, ბატონმა ანდრია გოცირიძემ სტუმრებს კიბერუსაფრთხოების სფეროს უახლესი ტენდენციები, პოტენციური საფრთხეები და საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობის პერსპექტივები გააცნო.
ბიუროს თანამშრომლებმა სტუმრებს კიბერსავარჯიშოს მაგალითზე ბიუროს ტექნიკური შესაძლებლობები გააცნეს. სტუმრებმა ასევე უსაფრთხოების მინიმალური წესების შესახებ მიიღეს რეკომენდაციები.
შეხვედრა კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის ინიციატივით ჩატარდა. შეხვედრის მიზანი კიბერუსაფრთხოების შესახებ სამხედრო ატაშეებისთვის ცნობიერების ამაღლება და ორმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები