დავით ებრალიძე გენერალ-ლეიტენანტ სეზაი ბოსტანჯის შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის თანაშემწეს გენერალ-ლეიტენანტ სეზაი ბოსტანჯის შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივ შეხვედრაზე დავით ებრალიძემ და გენერალ-ლეიტენანტმა სეზაი ბოსტანჯიმ ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სამმხრივ ფორმატში საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანს შორის არსებულ თანამშრომლობასა და ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივებს.
„თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს მხარდამჭერია. ბევრი ქართველი ოფიცერი თურქეთში გადამზადებას გადის, თურქები ტექნიკურ დახმარებასაც გვიწევენ, ავღანეთშიც ვთანამშრობლობთ. თურქეთის რესპუბლიკას საქართველოს მეგობრად მივიჩნევთ და ამ ქვეყანასთან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ. ეს შეხვედრაც ამის დადასტურება იყო“, -განაცხადა დავით ებრალიძემ.
შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი მამუკა სამხარაძე დაესწრნენ. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრის პირველი მაოდგილის ორმხრივი შეხვედრა თავდაცვისა და უსაფრთხეობის ფორუმის ფარგლებში სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები