მოლდავეთის თავდაცვის მინისტრი სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ლევან ბერიამ მიიღო

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი მოლდავეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სალარუ დღეს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრა.
თავდაცვის სამინისტროს იინფორმაციით, სასწავლო ცენტრში მოლდავეთის თავდაცვის მინისტრს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ უმასპინძლა. ანატოლი სალარუს ცენტრის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინეს. მოგვიანებით კი, სტუმრებმა ვირტუალური სიმულაციების განყოფილება, საარტილერიო მომზადების სკოლა და სხვადასხვა სასწავლო კლასი დაათვალიერეს. ვიზიტის დასასრულს მოლდავეთის თავდაცვის მინისტრი ეროვნული სასწავლო ცენტრის შეიარაღებას და ტექნიკასაც გაეცნო.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ანატოლი სალარუ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაშიც მონაწილეობს. მოლდავეთის თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ხვალ დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები