ანა დოლიძე ლიტვის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების III ფორუმსა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ლიტვის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილეს მარიუს ველიჩკას შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრისას საუბრის ძირითად თემებს უსაფრთხოების გარემო და ლიტვა-საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები წარმოადგენდა. ორმხრივ შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე დაესწრო. მხარეებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხი განიხილეს. ლიტვის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ქართველ კოლეგასთან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში აქტიურ მხარდაჭერაზე ისაუბრა.