სტუდენტები სერჟანტთა მომზადების ცენტრს ესტუმრნენ

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები ესტუმრნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდები საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურასა და ფუნქციებს, სერჟანტთა მომზადების ცენტრის მუშაობის სპეციფიკას, მიზნებსა და ამოცანებს გაეცნენ. მოგვიანებით მათ ინსტრუქტორებისა და მსმენელების სამუშაო და საკლასო ოთახები დაათვალიერეს, ასევე გაეცნენ სხვადასხვა სახის შეიარაღებასა და აღჭურვილობას. სპეციალურად სტუდენტებისთვის საველე სწავლებაც გაიმართა, რომლის დროსაც მათ სხვადასხვა ტიპის იარაღიდან ფუჭი ვაზნებით ინდივიდუალურ სროლაში მონაწილეობის საშუალება მიეცათ.
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობენ, რომლის ფარგლებშიც ცენტრსა და უნივერსიტეტს შორის გაცვლითი ვიზიტები ხორციელდება. უწყების ცნობით, უახლოეს მომავალში ცენტრის მსმენელები უნივერსიტეტს ესტურმებიან და კონფლიქტოლოგიის საკითხებზე სპეციალურ სემინარს მოისმენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები