სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2015“ ვაზიანში, თბილისსა და სენაკში ერთდროულად მიმდინარეობს

სამთავრობო უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2015“ ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“, ვაზიანში, თბილისსა და სენაკში – II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ერთდროულად მიმდინარეობს.
დასავლეთ საქართველოში სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ზვიად ჩადუნელი ხელმძღვანელობს.
„დიდგორი 2015-ში“ ჩართულინი არიან დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების – II და III ქვეითი ბრიგადების, II საარტილერიო ბრიგადის, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადისა და ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დასავლეთ საქართველოში არსებული ლოგისტიკური ბაზების სამხედრო მოსამსახურეები. სწავლებაში შსს-ს სანაპირო დაცვისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
სწავლების მთავარი მიზანი კრიზისული და საომარი ვითარების დროს სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტს შორის ურთიერთქმედების დახვეწა, მართვისა და კონტროლის სისტემების გაუმჯობესება და საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბების მომზადებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები