ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ ვიტალი ცხადაძეს და მთავარ სერჟანტს, მასტერ სერჟანტს შალვა მთვარელიშვილს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ბრინჯაოს მედალი The Bronze Star Medal „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცათ.
43-ე ბატალიონის სამეთაურო რგოლის ოცდაათამდე სამხედრო მოსამსახურე მისიის დროს დაკისრებული ამოცანების წარმატებით შესრულებისათვის აშშ-ის არმიის ღირსების მედლით The Army Commendation Medal დაჯილდოვდა.
ქართველ სამხედროებს მედლები გაერთიანებული ტაქტიკური დაჯგუფება 3-ის მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა დუგლას კრინსმანმა, ტაქტიკური დაჯგუფება „სოლიდის“ მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაქარი მილერმა და სერჟანტ-მაიორმა ედი გუერამ გადასცეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების, IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე კოალიციურ ძალებთან ერთად შვიდი თვის განმავლობაში სრული სპექტრის ოპარაციებს ახორციელებდა. 43-ე ბატალიონს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი როტაციის წესით ჩაანაცვლებს.