„ადამიანი, რომელიც ფორმას ატარებს, სანიმუშო უნდა იყოს საზოგადოებისთვის“

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ტელეკომპანია „კავკასიის“, გადაცემა „ბარიერში“ სტუმრობის დროს ერთ-ერთი მთავარი თემა ჯარში სუიციდის პრევენცია იყო. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, შეიარაღებულ ძალებში მნიშვნელოვანი ღონისძიებები უნდა გატარდეს, მათ შორის იარღის ტარების, ნარკოტიკების მოხმარებისა თუ აზარტული თამაშების მიმართულებით. იმავდროულად, სამინისტროს შემუშავებული აქვს ჯარისკაცების ფსიქორეაბილიტაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც კამპანია „მხარი მხარს“ მიმდინარეობს.

„ადამიანს, რომელიც ატარებს ფორმას, სხვა დატვირთვაც აქვს, ის ერთგვარად სანიმუშო უნდა იყოს საზოგადოებისთვის. ამიტომ ჯარში თვალის დახუჭვა არ შეიძლება იმაზე, რაზეც საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეიძლება თვალი დავხუჭოთ. კამპანიას – „მხარი მხარს“ ფსიქოლოგების დახმარებით ვახორცილებთ, შევქმენით ცხელი ხაზიც, რომ რაც შეიძლება მეტი ანონიმური ინფორმაცია გვქონდეს, ვიცოდეთ, სად არის სუსტი წერტილები და სად არის საჭირო დახმარება“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ დღეს თავდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ყოველი ჯარისკაცის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ეს საკითხი ასევე მნიშვნელოვანი უნდა იყოს მთელი საზოგადოებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები