ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე საველე სწავლება დაიწყო

ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე მე-3 ქვეითი ბრიგადის გეგმური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაიწყო. წვრთნებში 31-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული და მესამე ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დანაყოფი მონაწილეობდა.
საჩვენებელ საველე სწავლებას დასავლეთ სარდლობის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი და მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე -პოლკოვნიკი როლანდ კიკნაველიძე დაესწრო.
საველე წვრთნის დროს მესამე ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა თავდაცვითი ოპერაცია აწარმოა.
ოპერაციის შესრულებისას 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულს დამოუკიდებლად უნდა გამოეძახებინა საარტილერიო მხარდაჭერა და კოორდინატებიც თავად გადეცა.
სწავლების დროს გამოყენებული იყო სხვადასხვა ტიპის ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება. მეცადინეობისას სამხედრო ხელმძღვანელობამ ქვეითი ასეულის და საარტილერიო დანაყოფის კოორდინირებული მოქმედებები შეაფასა. სამხედრო სწავლება 22 სექტემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა. წვრთნებში მე-3 ქვეითი ბრიგადის არტილერისტებთან ერთად 140 ქვეითი ჯარისკაცი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები