მე-5 ბრიგადის სამხედრო ტერიტორიაზე ჯარისკაცი გარდაიცვალა
საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ბრიგადის სამხედრო ტერიტორიაზე ჯარისკაცი გარდაიცვალა.
როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გარდაცვლილია მე-5 ქვეითი ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის, I კლასის რიგითი თამაზ ვაჟას ძე თამარაშვილი.
უწყებაში აცხადებენ,რომ ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. საქმეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს.
“დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ბრიგადის სამხედრო ტერიტორიაზე, მე-5 ქვეითი ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის, I კლასის რიგითი თამაზ ვაჟას ძე თამარაშვილი გარდაიცვალა. ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. საქმეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს. თამაზ თამარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიების შედეგები საზოგადოებას უახლოეს მომავალში ეცნობება. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ჯარისკაცის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი, I კლასის რიგითი თამაზ თამარაშვილის ოჯახს“,-აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.