2016 წლის ბოლომდე საცხოვრებელი ბინით 700 კონტრაქტორი სამხედრო მოსამსახურე დაკმაყოფილდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, 2007 წლის 19 მარტის #135 ბრძანების საფუძველზე, ოფიცრის წოდების მქონე სამხედროებთან გააფორმა კონტრაქტი და მათი საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის ვალდებულება აიღო, – ასე ეხმაურება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ოფიცრის წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეების კონტრაქტებთან დაკავშირებულ საკითხს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, უწყება აქტიურად მუშაობს აღნიშნული ბინების გადაცემის საკითხზე და ბინების ეტაპობრივად გადაცემა მიმდინარე წლიდან დაიწყება, დასრულებით კი, 2018 წლის ბოლომდე დასრულდება.

“დამატებით გაცნობებთ, რომ 2016 წლის ბოლომდე საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილდება 700 კონტრაქტორი სამხედრო მოსამსახურე. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ცალსახად აცხადებს, რომ საცხოვრებელი ბინით აუცილებლად დაკმაყოფილდება უკლებლივ ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა და გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულა”,- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები