უსაფრთხოების სფეროში თავდაცვის მართვის სემინარი“ დასრულდა

უსაფრთხოების სფეროში თავდაცვის მართვის სემინარი“ დასრულდა. სემინარის მონაწილეებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნინო ბაქრაძემ სემინარის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მონაწილეებს წარმატებები უსურვა და ინსტრუქტორებს მადლობა გადაუხადა.
ორკვირიანი კურსის ფარგლებში მსმენელები რეგიონულ უსაფრთხოებას, თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვასა და თანამედროვე შეიარაღებული ძალების როლთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნენ. სემინარის მონაწილეები მედიასთან ურთიერთობისა და უწყებათაშორის თანამშრომლობის პრინციპებსა და სტრატეგიულ მართვასაც დაეუფლნენ.
სემინარში მონაწილეობა თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო და სამხედრო სექტორის თანამშრომლებმა, ასევე, მათმა უკრაინელმა და აზერბაიჯანელმა კოლეგებმა მიიღეს. კურსის 27-მა მონაწილემ უსაფრთხოების სფეროში თავდაცვის მართვის ბრიტანული გამოცდილებაც გაიზიარა.
სემინარს კრენფილდის უნივერსიტეტისა და სამხედრო აკადემიის ლექტორები უძღვებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები