თინათინ ხიდაშელი SACT-ის მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალს დაესწრო

ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული ძალების სარდლობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.
სარდლობის მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალს სპეციალური მოწვევით საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინთინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტატანგ კაპანაძე დაესწრნენ.
ცერემონიალი ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ხელმძღვანელობით ვირჯინიის შტატში, სარდლობის შტაბ-ბინაში ნორფოლკში გაიმართა. გენერალი ჟან-პოლ პალომეროსი აღნიშნულ თანამდებობაზე ფრანგმა გენერალმა დენის მერსიემ ჩაანაცვლა.
როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, მის მოადგილესთან ალექსანდერ ვერშბოუსთან და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ პეტრ პაველთან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გენერალ ჟან-პოლ პალომეროსს მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“ გადასცა. ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებულ ძალების ყოფილმა სარდალმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედალი ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის, ნატოს „გონივრული თავდაცვის“ („Smart Defence”) ინიციატივის ფორმატში, ინდივიდუალური სწავლების და განათლების პროგრამის შემუშავება-განვითარების და საქართველოს შეიარაღებული ძალების კოალიციური ძალების ქვედანაყოფებთან თავსებადობის ამაღლების პროცესში შეტანილი დიდი წვლილისთვის მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები