დავით ებრალიძე: ქართველ სამხედროებს შეუძლიათ სხვა მისიებშიც მიიღონ მონაწილეობა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქართველ სამხედროებს შეუძლიათ სხვა მისიებშიც მიიღონ მონაწილეობა. როგორც დავით ებრალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი უდავოა.
“რა თქმა უნდა, ქართველ სამხედროებს შეუძლიათ სხვა მისიებშიც მიიღონ მონაწილეობა. მათი პროფესიონალიზმი უდავოა, მაგრამ ეს დამოკიდებულია თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქვეყანა და პოლიტიკური ხელმძღვანელობა”, – განაცხადა ებრალიძემ.
რაც შეეხება ავღანეთში, საერთაშორისო მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობის ხანგრძლივობას, როგორც ებრალიძემ აღნიშნა, ჯერჯერობით როგორც ცნობილია, ქართველი სამხედროები 2016 წლის ბოლომდე გააგრძელებენ ამ მისიაში მონაწილეობას.