ავღანეთში გარდაცვლილი ჯარისკაცი რუსთავის სასაფლაოზე დაკრძალეს
ავღანეთში გარდაცვლილი ჯარისკაცი ვასილ ყულჯანიშვილი რუსთავის სასაფლაოზე დაკრძალეს.
ქართველი სამხედრო წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან გამოასვენეს.
გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრეს და პანაშვიდს დაესწრნენ ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოში ამერიკის ელჩი იან კელი მეუღლესთან ერთად.
ვასილ ყულჯანიშვილს რუსთავის სასაფლაოზე სამხედრო წესით დაკრძალეს. ქალაქის ცენტრალურ გამზირზე, მედროშეები იდგნენ და მათ საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებული ეჭირათ.
21 წლის რუსთაველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში, სამოქმედო არეალში პატრულირებისას, მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 22 სექტემბერს დაიღუპა.