შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს მადლობის სიგელები გადაეცათ

მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურმა მუზეუმმა საქართველოს შეიარაღებულ ძალების წარმომადგენლებს მშვიდობის სფეროში შეტანილი წვლილისათვის, მადლობის სიგელები გადასცა.
ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში გამოფენა – “მშვიდობის სფეროს ნობელიანტები”გაიმართა.
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმა მშვიდობის თემატიკაზე შესრულებული ნახატები და ფოტოები წარმოადგინეს.
მუზეუმის მთავარი ექსპონანტი იყო, ამ დღისთვის სპეციალურად შექმნილი ” მშვიდობის ხე”. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დაცვის, საპატრულო, კრიმინალური პოლიციების და ქართული ჯარის წარმომადგენლები. ჯარისკაცებმა მშვიდობის დღესთან დაკავშირებით სიმბოლურად თეთრი მტრედები გაუშვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები