ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ორი წლის იუბილე აღინიშნა

უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს დაარსებიდან ორი წელი შეუსრულდა. იუბილე ეროვნულ სასწავლო ცენტრ ,,კრწანისის“ საწვრთნელი ბაზის -„ალგეთის“ ტერიტორიაზე აღინიშნა.
თავდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი, ლევან ბერია და სარდლობის ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის მეუღლე და შვილები.
ღონისძიებაზე ომში დაღუპულ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის შესახებ პრეზენტაციაც გაიმართა. ღონისძიების დასასრულს პირად შემადგენლობას წამახალისებელი სიგელები გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები