ვახტანგ კაპანაძემ უკრაინის ეროვნული გვარდიის დელეგაცია მიიღო

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უკრაინის ეროვნული გვარდიის დელეგაცია მიიღო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ბალანი გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის დეტალებზე ესაუბრა.
უწყების ცნობით, უკრაინის დელეგაცია საქართველოში რამდენიმე დღეა იმყოფება და საქართველოს შეიარაღებული ძალების განათლებისა და საქართველოს ეროვნული გვარდიის სისტემას ეცნობა.
საქართველოში პირველად მყოფმა უკრაინის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა რამდენიმე სამხედრო ობიექტი დაათვალიერეს, ვიზიტის დასასრულს კი შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ესტუმრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები