ანა დოლიძე ტომ ჰარპერს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ნიკ ვილკესს და დიდი ბრიტანეთის 160-ე ბრიგადის VI მსროლელთა ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ ტომ ჰარპერს შეხვდა.
ბრიტანელმა სტუმრებმა თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან ორ ქვეყანას შორის სამხედრო საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი ვიზიტსა და ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის დეტალებზე. ბრიტანელმა სტუმრებმა, გამოცდილების გაზიარების მიზნით, ბრიტანული და ქართული ქვედანაყოფების დამეგობრების სურვილიც გამოთქვეს.
დღესვე ვიცე-პოლკოვნიკ ნიკ ვილკესს და ვიცე-პოლკოვნიკ ტომ ჰარპერს საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე და პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი დავით დავითაძე შეხვდნენ. მხარეებს შორის საუბრის ძირითადი თემა, სწორედ, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-12 ბატალიონისა და დიდი ბრიტანეთის 160-ე ბრიგადის დამეგობრება იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები