საქართველოს და პოლონეთის თავდაცვის მინისტრებს შორის პირველი შეთანმება შედგა
საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს შორის გამართულ შეხვედრას კონკრეტული შედეგი მოჰყვა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრთა შეთანხმებით, პოლონეთის რესპუბლიკა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვება და სამხედრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებას უხელმძღვანელებს.
ამასთან, როგორც ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა აღნიშნეს, პოლონეთის რესპუბლიკა კიდევ უფრო გააფართოებს საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებას და ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს დამატებით შესთავაზებს ინგლისური ენის კურსებს, რაც ქართულ ჯარს უფრო თავსებადს გახდის ნატოს სტანდარტებთან.