„ქართულ-ამერიკული წვრთნების ერთ-ერთი ამოცანა იქნება, რამდენად სწრაფად ჩამოვა ამერიკული სამხედრო ტექნიკა საქართველოს მიწაზე“

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის არმიის სარდლის ბენ ჰოტჯესის გამოსვლას გამოეხმაურა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, გენერალ ჰოდჯესის გამოსვლა ძალიან საინტერესო იყო, პირველ რიგში, როდესაც ის საუბრობდა რუსეთის პროვოცირების შესახებ მსოფლიოში დღეს მოარულ არგუმენტებზე. მისივე თქმით, მან ბენ ჰოდჯესთან შეხვედრა დღეს დილით გამართა, სადაც 2016 წლისთვის დაგეგმილი ქართულ-ამერიკული სწავლების საკითხები განიხილეს.
“ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის, ძალიან საინტერესო იყო გენერალ ჰოდჯესის გამოსვლა, მან ძალიან საინტერესო აქცენტები გააკეთა, პირველ რიგში, როდესაც საუბრობდა რუსეთის პროვოცირების შესახებ მსოფლიოში დღეს მოარულ არგუმენტებზე. მან ძალიან ნათლად, სამხედროებისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით, რომ რუსეთს პროვოცირება არ სჭირდება, ის ოცი წელია, აგრესიით არის დაკავებული. ვფიქრობ, როდესაც ამერიკელი გენერლისგან ასეთ ფრაზებს ისმენ, ეს ძალიან ბევრი რამის მთქმელი და მანიშნებელია. ამავე დროს, როდესაც ის საუბრობდა საქართველოში მომავალ წელს დაგეგმილ ქართულ-ამერიკულ სწავლებებზე, ბევრი საინტერესო ნიუანსი იყო. ჩვენ დილით გვქონდა შეხვედრა და ვილაპარაკეთ დეტალებზე. არ ველოდი, რომ ის აქაც გაიმეორებდა იმას, რაც ჩვენთან შეხვედრაზე თქვა. კერძოდ, ერთ-ერთი ამოცანა ამ ტრენინგის იქნება ის, რომ ვნახოთ, რამდენად სწრაფად ჩამოვლენ ამერიკული სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცები საქართველოს მიწაზე, გამომგზავრების ადგილიდან”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები