საქართველოს ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი ესტუმრა

საქართველოს ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი ესტუმრა. თბილისის აეროპორტში ამერიკელ კოლეგას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დახვდა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ეწვია და საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელს, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისუფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძეს შეხვდა.
მხარეებმა აშშ-ისა და საქართველოს სამხედრო ძალების თანამშრომლობის გაღრმავებასა და ორმხრივ სასწავლო წვრთნებში ამერიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების კონტინგენტის კიდევ უფრო გაფართოებაზე ისაუბრეს.
გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი ვიზიტის ფარგლებში Economic Policy Research Center-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრება.
გენერალი ჰოჯესი და მისი სარდლობა აშშ-ის შეიარაღებული ძალების იმ ქვედანაყოფს წარმოადგენს, რომელიც უშუალოდაა პასუხისმგებელი საქართველო-აშშ-ის ერთობლივი სწავლებების ჩატარებაზე, მათ შორის არის სწავლება Noble Partner-ი , რომელიც 2015 წლის მაისში პირველად ჩატარდა და მომავალ წელს კვლავ გაგრძელდება. გენერალი ჰოჯესი Noble Partner-ის ორგანიზებისათვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაჯილდოებულია „ოქროს საწმისის“ ორდენით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები