გიორგი მღებრიშვილი ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრო
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, ნატო-ს გენერალური მდივან იენ სტოლტენბერგთან და საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრო.