ვახტანგ კაპანაძე რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვახტანგ კაპანაძე რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებს.

როგორც ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ მან განმატრა, სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი ფაქტი და შეიძლება არც ბოლო იყოს.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს თავისი გზა და თავისი გეგმები. მათ შორის ნატოსთან მიმართებაში, რომელსაც აუცილებლად გააგრძელებს.

“სიგნალები შეიძლება იყოს ძალიან ბევრი. ამისთვის არსებობს შესაბამისი ორგანოები, შტაბები, სადაც გარკვეულ სცენარებს განიხილავენ. ჩვენი საქმეა ვაკეთოთ ის, რაც გასაკეთებელია. ის დაგეგმილი გვაქვს და გადაუხრელად ვიაროთ ნატოსკენ”, – განაცხადა კაპანაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსული ვერტმფრენების საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოფრენის ფაქტს არ ადასტურებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები