თავდაცვის სამინისტრომ „ალიანტე 2015-ის“ გამარჯვებულებს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საერთაშორისო კონკურს „ალიანტე 2015-ის“ გამარჯვებულ ახალგაზრდებს უმასპინძლეს.
შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ბეგოიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების კონკურსანტებმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და უსაფრთხოების გამოწვევებს გაეცნენ.
წარმატებულ ახალგაზრდებს ათი დღის განმავლობაში საქართველოს ისტორიული ქალაქებისა და ძეგლების მონახულების შესაძლებლობა ჰქონდათ. დაათვალიერეს სამხედრო ბაზები და შეხვდნენ ქვეყნის სხვადასხვა პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს.
საერთაშორისო კონკურსი „ალიანტე“ 15 წელია იმართება. ეს არის ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან 15-დან 19-წლამდე ახალგაზრდებისაგან შემდგარი 2-წევრიანი გუნდების კონკურსი, რომლის მიზანი ახალგაზრდებში უსაფრთხოების საკითხების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაა, პროექტი ასევე ითვალისწინებს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები