აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრის გახსნას მიესალმება
ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაგეგმილ ინაუგურაციას საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გამოეხმაურა. ნიკოლას ბერლინერი ცენტრის გახსნას მიესალმება და მას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
„საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს ნატოს სამხედრო მისიებში. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა. ცენტრის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ უელსის სამიტზე იქნება მიღებული. ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველო-ნატოს ურთიერთობებში“, – განაცხადა ნიკოლას ბერლინერმა.