თინა ხიდაშელმა უცხოური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა
ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“, „ბლუმბერგი“, „რადიო თავისუფლება“, ასევე, ინტერვიუ ჟურნალ „ფორეინ ფოლისის“ მიმომხილველ მაიკ ჩეჩირესთან – საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამუშაო ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში უცხოური მედია აქტიურად აშუქებს.
მედიის წარმომადგენლები ისეთი თემებით ინტერესდებიან, როგორებიცაა: საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის შედეგები და სამომავლო გეგმები, რეგიონული უსაფრთხოება და საქართველოს როლი საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფის პროცესში.
თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ საქართველო არ აპირებს უარი თქვას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციაზე. მინისტრის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებამ 2008 წელს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის დროებით შეფერხება შეძლო. ვარშავის სამიტზე კი დასავლეთის ადეკვატური პასუხი საქართველოს ევროპულ მისწრაფებაზე უმნიშვნელოვანესი იქნება არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების გარემოს, არამედ, მთლიანად ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის.
უცხოელი ჟურნალისტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ თავდაცვის მინისტრისა და ეშტონ კარტერის შეხვედრით. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან საუბარი იმ სამომავლო პროექტებს შეეხო, რომლებიც აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას 2016 წლიდან ახალ ფაზაში გადაიყვანენ.