თინათინ ხიდაშელმა BBC-ის ჟურნალისტის და „ამერიკის ხმის“ ქართველი კორესპონდენტის შეკითხვებს უპასუხა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო და ადგილობრივი მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, „ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტში“ საჯარო გამოსვლის შემდეგ თინათინ ხიდაშელმა BBC-ის ჟურნალისტის და „ამერიკის ხმის“ ქართველი კორესპონდენტის, ნანა საჯაიას შეკითხვებს უპასუხა. თავდაცვის მინისტრის აშშ-ში სამუშაო ვიზიტით დაინტერესდა „ამერიკის ხმის“ რუსული რედაქციაც. ჟურნალისტებს კითხვები, ძირითადად, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების, საქართველო-რუსეთს შორის არსებული დიალოგისა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ ჰქონდათ.
სამუშაო დღის დასასრულს თინათინ ხიდაშელი „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ჟურნალისტებს შეხვდა. მინისტრთან ინტერვიუს გამოცემის მთავარი კორესპონდენტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ერიკ შმიდტი ორ კოლეგასთან ერთად უძღვებოდა. საუბრის მთავარი თემები რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ქართულ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობების მომავალი იყო.