თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია აშშ-ში გაემგზავრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით ამერიკაში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ამერიკის თავდაცვის მდივანთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ასევე მედიისა და არასამთავრებოს წარმომადგენლებთანაც.
როგორც აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა განაცხადა, ვიზიტის მიზანი ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და ნატოში ინტეგრაციის პროცესია.
„მიზანი, მე ვფიქრობ ნათელია ყველასთვის,ერთისმხრივ ჩვენი,ქართულ ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებაა და თვისობრივად მაღალ ხარისხში აყვანა,და მეორე და მთავარი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით ამერიკის მხარდაჭერაა“, – განაცხადა მინისტრმა.
ამერიკაში თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი ერთ კვირას გასტანს.