თინა ხიდაშელი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრება

ხვალ, 15 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის ხელმძღვანელობით, აშშ-ში სამუშაო ვიზიტით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრება.
საქართველოს თავდაცვის უწყების დელეგაციის შემადგენლობაშია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.
“გთხოვთ, მედიის წარმომადგენლები მობრძანდეთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 03:15 საათზე”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები