თინა ხიდაშელი ვაშინგტონში შეხვედრებს გამართავს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი შაბათს ვაშინგტონში გაემგზავრება.

როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, მინისტრი აშშ-ს თავდაცვის მდივანს შეხვდება. ამასთან, შეხვედრები დაგეგმილია თეთრ სახლშიც.

“შაბათს მივდივარ ვაშინგტონში. შეხვედრა მექნება თავდაცვის მდივანთან. შეხვედრები ასევე მაქვს დაგეგმილი თეთრ სახლში. სახელმწიფო დეპარატამენტში. ბევრი შეხვედრაა დაგეგმილი საერთაშორისო მედიასთან, ამერიკულ მედიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენი მთავარი დღის წესრიგი ცნობილია. ეს არის ქართულ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება, უფრო მეტი სიმჭიდროვე, სიახლოვე ამ ურთიერთობებში. ასევე ეს არის ამერიკული მხარის მხარდაჭერის მოპოვება ნატო-ს მინისტერიალისთვის”, – აღნიშნა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები