ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა „დიდგორობა“ აღნიშნეს

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „დიდგორობის“ დღესასწაული აღინიშნა. ღონისძიებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი მონაწილეობდა.
„დიდგორობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით ქართველმა სამხედროებმა მკლავჭიდსა და ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრი გამართეს.
გამარჯვებულ ჯარისკაცებს სიმბოლური საჩუქრები და საპატიო სიგელები გადაეცათ.
43-ე ბატალიონი კოალიციურ ძალებთან ერთად “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში მონაწილეობს. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები