თინათინ ხიდაშელი: დიდგორის ომით გვიცნობს მსოფლიო ომების ისტორია

ყველა გამოწვევას, ზუსტად ისეთი სიბრძნით, სიდიადითა და მოხერხებით დავამარცხებთ, როგორც ამას დავით აღმაშენებელი ახერხებდა, – ასე მიმართა სრულიად საქართველოს მოსახლეობას და დიდგორის ველზე შეკრებულ ხალხს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა.
როგორც მინისტრმა დიდგორის დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადა, დიდგორის ომი არის ომი, რომლითაც მსოფლიო ომების ისტორია საქართველოს იცნობს.
“დიდგორი ცხრა საუკუნეა გვაძლიერებს. ცხრა საუკუნეა გვაძლევს იმედს, რომ ეს ქვეყანა მუდმივად იქნება გამარჯვებული, მუდმივად იქნება დიდგორის ღირსი, დიდგორის დიდების მატარებელი. ცხრა საუკუნეა ჩვენ, ყველა აქ, ამ მიწაზე, საქართველოს მიწაზე ვამტკიცებთ, რომ დავით აღმაშენებლის ღირსი ქვეყანა ვართ, რომ ყველა გასაჭირს, ყველა პრობლემას, ყველა გამოწვევას, ზუსტად ისეთი სიბრძნით, სიდიადით, ისეთი ჭკუით, მოხერხებით დავამარცხებთ, როგორც ამას დავით აღმაშენებელი ახერხებდა. დიდგორის ომი არის ერთადერთი ომი, რომლითაც გვიცნობს მსოფლიო ომების ისტორია და სწორედ დავით აღმაშენებლის სიბრძნემ შეგვაძლებინა ეს”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. დღესვე, დიდგორობას, დიდგორის ველზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა სამ სამხედრო მოსამსახურეს გაწეული მამაცობისათვის დიდგორის ჯვრის მედლები გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები