ვახტანგ კაპანაძე: აგვისტოს ომთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს

გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჩატარებულია მოკვლევა, რომელიც უშუალოდ სამხედრო თემატიკას ეხება.
როგორც ჟურნალისტებს კაპანაძემ განუცხადა, განხილულია ის შეცდომები და წარმატება, რაც ამ ომის მსვლელობის დროს იყო.
”ჩემი აზრით, ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს, ნებისმიერ შემთხევაში, ეს ეხება საომარ პირობებს, თუ მშვიდობიან პერიოდს. ასე, რომ ეს უკვე სასამართლოს საქმეა. ჩატარებულია ჩვენი მოკვლევა, რომელიც ეხება უშუალოდ სამხედრო თემატიკას, ამ მხრივ ჩვენ ჩვენი მოსაზრება და შეხედულება არსებულ სამხედრო მოქმედებებზე უკვე გვაქვს. ზოგადად, განხილულია ის შეცდომები და წარმატებები, რაც ამ ომის მსვლელობის დროს იყო. აქ იყო ერთიც და მეორეც და რომელსაც გავითვალისწინებთ ჩვენს შემდგომ მოქმედებებში”,- განაცხადა კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები