თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, ბესიკ ლოლაძემ და ანა დოლიძემ, ასევე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ გმირთა მოედანზე მდებარე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას და 2008 წლის აგვისტოს მძიმე დღეები გაიხსენეს.
დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი და მათი მოადგილეები პატივს დილიდან მიაგებენ. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მასშტაბით, ჯარისკაცების საფლავები მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები