ვახტანგ კაპანაძე: საქართველოში არავინ და არაფერი არ არის დავიწყებული

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ვახტანგ კაპანაძე სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებული 12 ცხედარია იყო დასვენებული.
როგორც კაპანაძემ აღნიშნა, დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველოში არავინ და არაფერი არ არის დავიწყებული.
“დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველოში არავინ და არაფერი არ არის დავიწყებული. ეს ის გმირებია, რომლებმაც თავი გასწირეს თავისი სამშობლოსთვის და სწორედ მათი თავგანწირვის შედეგია ის, რომ ჩვენ გვახსოვს აფხაზეთი, ჩვენ არ ვივიწყებთ აფხაზეთს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აფხაზეთი იყოს საქართველოს შემდაგენლობაში”, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებული 12 ნეშტი დღესვე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები