რადიოდაზვერვის სპეციალისტთა მომზადების კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ რადიოდაზვერვის სპეციალისტთა მომზადების კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. 9 სამხედრო მოსამსახურეს კურსის დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სპეციალისტთა და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი მუშკუდიანმა მიულოცეს.
მათ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს, წარმატებები უსურვეს და აღნიშნული კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სწავლება 15 ივნისს დაიწყო და დღეს დასრულდა. ორი სხვადასხვა ქვედანაყოფიდან 9 სამხედრო მოსამსახურემ ერთი თვის განმავლობაში რადიოტექნიკური დაზვერვისა რადიოელექტრონული ბრძოლისთვის საჭირო თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები გაიღრმავეს.
კურსი ორი სასწავლო მოდულისგან შედგებოდა. სწავლების მონაწილეებმა თითოეული მოდულის დასრულების შემდეგ, დამამთავრებელი გამოცდები, კურსის დასრულების შემდეგ კი, კომპლექსური გამოცდები ჩააბარეს.
სწავლება ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის დისლოკაციის ადგილზე, გარდაბნის რაიონის დაბა გიგანტში მიმდინარეობდა.
სწავლების მონაწილეებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ და გენერალური შტაბის დაზვერვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი კვირიკაშვილმა გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები