ხიდაშელმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესთან დაკავშირებით შეხვედრები გამართა

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ნატოს ექსპერტთა ჯგუფის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
თინათინ ხიდაშელი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებისთვის საქართველოში მოვლენილი მრჩეველთა ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ ტორსტენ კოჰლერს, მის მოადგილესა და ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) პროექტის ხელმძღვანელს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრას მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, საქართველოში თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის (CUBIC) და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები (ODC) ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის პროექტის მიმდინარეობის პროცესს. მხარეებმა აგვისტოს ბოლოს საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტისა და ცენტრის გახსნის დეტალებიც განიხილეს.

11823930_936723236371556_210596359_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები