თინათინ ხიდაშელმა თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია „AERO Vodochody“ დაათვალიერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და ქართული დელეგაციის სხვა წევრებმა ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის პირველი ნაწილი პრაღაში, თვითმფრინავების მწარმოებელ კომპანია „AERO Vodochody“-ის დათვალიერებით დაასრულეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლებმა სტუმრებისთვის „AERO Vodochody“-ის საქმიანობის შესახებ სპეციალური პრეზენტაცია გამართეს.