ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ისწრაფვის, გახდეს ევროპული ტრანსფორმაციის წარმატებული მაგალითი
“ჩვენ ვართ სანდო პარტნიორი ევროკავშირის, რომელიც აქტიურად არის ჩართული ყველა იმ პროექტის განხორციელებაში, რომელიც ენერგომარშრუტების ენერგოდივერსიფიკაციას ემსახურება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკისთან ერთობლივი პრესკონფერეციაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო ისწრაფვის, გახდეს ევროპული ტრანსფორმაციის წარმატებული მაგალითი.
“ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სტრატეგიულ დარგებში თანამშრომლობას, როგორიც არის ენერგოუსაფრთხოება და ტრანსპორტი. მოგეხსენებათ, საქართველო არის და ჩვენ ეს დავამტკიცეთ არაერთგზის, რომ ჩვენ ვართ სანდო პარტნიორი ევროკავშირის, რომელიც აქტიურად არის ჩართული ყველა იმ პროექტის განხორციელებაში, რომელიც ენერგომარშრუტების ენრგოდივერსიფიკაციას ემსახურება. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ბატონ ტუსკის მადლობა, რომ საქართველო ისწრაფვის, გახდეს ევროპული ტრანსფორმაციის წარმატებული მაგალითი.
გვინდა, რომ საქართველო გახდეს წარმატებული და მოდელი სახელმწიფო. საბოლო ჯამში, ეს სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნაას, არამედ ხელს შეუწყობს სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას მთლიან რეგიონში”, – დასძინა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმითვე, ცენტრალურ აფრიკაში გაგზავნილმა ქართველმა სამხედროებმა, რომლითაც ევროკავშირის მისიაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყანამ, წარმატებული აღმოჩნდა და წარმატებული თანამშრომლობის მაგალითად იქცა.
როგორც ევროკავშირის პარტნიორი ერთგული ქვეყანა, მზად ვართ, უფრო აქტიური როლი შევასრულოთ მსოფლიოში მშვიდობის და უსაფრთხოების ხელშეწყობის საქმეში”, – დასძინა მთავრობის მეთაურმა.