დონალდ ტუსკი: საქართველომ საკმაოდ კარგ პროგრესს მიაღწია

საქართველოს ევროპული მისწრაფებების ფონზე ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ძლიერია და ჩვენ ერთნაირი ხედვა გვაქვს – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკიმ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ტუსკიმ აღნიშნა, საქართველომ საკმაოდ კარგ პროგრესს მიაღწია. მისივე თქმით, თუ აღნიშნული პროგრესი კვლავ გაგრძელდება, ევროკავშრთან უვიზო მიმოსვლის შემოღების პროცესი წარმატებით დასრულდება.
„რამდნეიმე დღის წინ ჩვენ ვიზეიმეთ ევროკავშირ – საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა. დღეს ვიხილავდით რეფორმებს, რომლებიც საქართველოს წინსვლისა და ტრანსფორმაციისთვის, საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისთვის არის განსახორციელებელი. ძალიან მნიშნელოვანია ყოველივე ეს საქართველოს ევროპული მისწრაფებების ფონზე, ევროკავშირ – საქართველოს ურთიერთობები ძლიერია და ჩვენ ერთნაირი ხედვა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შევქმნათ უკეთესი მომავალი. მე საკმაოდ კარგად მომეხსენება, რომ საქართველოს საზოგადოება ძალზედ დაინტერესებულია უვიზო მიმოსვლით ევროკავშირთან. ეს გახლავთ ჩვენი საერთო ამოცანა. საქართველომ საკმაოდ კარგ პროგრესს მიაღწია და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: თუ აღნიშნული პროგრესი კვლავ გაგრძელდება, თუ შემდეგი ტექნიკური მოხსენება პოზიტიური და დადებითი ხასიათის იქნება, იმედი მაქვს, ჩვენ წარმატებით დავასრულებთ აღნიშნულ პროცესს უახლოეს მომავალში. ჩვენ ასევე განვიხილეთ რეფორმების დღის წესრიგი. პრემიერ-მინისტრთან ჩემი იმედი გამოვხატე, რომ ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლება რაც შეიძლება უფრო მეტ ადამიანს ჩართავდა. მე ხაზი გავუსვი, რომ ექსტრემალური პოლიტიკის გავლენისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს. ყველაფერი უნდა მიმდინარეობდეს სამართლებრივ სფეროში, ეს უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა ტუსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები