კობა კობალაძე: „თბილავიამშენის“ სახელმწიფოსთვის საზიანო შეთანხმებით სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ
გენერალ-მაიორი კობა კობალაძე 2010 წელს „თბილავიამშენსა” და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული შეთანხმების სამართლებრივი შესწავლის საჭიროებაზე საუბრობს. უშუალოდ შეთანხმებასთან ერთად შესასწავლია სახელმწიფოსთვის კერძო პირის მიერ „თბილავიამშენის“ გადაცემის და სახლმწიფოს მხრიდან მისი კერძო კომპანიაზე გასხვისების საკითხიც. „სახელმწიფოსთვის საზიანო შეთანხმება“ – ასე აფასებს გენერალი საკითხს, რომელიც, მისი თქმით, სამართალდამცავებმა უნდა შეისწავლონ.
2010 წელს გაფორმებული შეთანხმებით, საქართველომ აზერბაიჯანს საფრენი აპარატების უვადოდ და უპირობოდ რემონტის შესაძლებლობა მიანიჭა. ამით საქართველომ დაკარგა პრივილეგია, კავკასიის რეგიონში ყოფილიყო ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც საბჭოთა წარმოების „სუ-25“-ების კაპიტალური რემონტის შესაძლებლობა ექნებოდა.
კობა კობალაძის თქმით, ქვეყნის უმაღლესმა ხელისუფლებამ მწვანე შუქი აუნთო იმას, რომ „თბილავიამშენი“ რეგიონში დაკვეთების ერთ-ერთი უპირობო შემსრულებელი აღარ იყო. მისი თქმით, საქმე უკვე ფინანსური თვალსაზრისით იმდენად მომხიბვლელი გახდა, რომ რეალურად მისი პოტენციალის ნაწილობრივ გასხვისება მოხდა, სადაც, გენერლის ვარაუდით, ფინანსური დაინტერესების საკითხები იკვეთება. კობალაძე მიიჩნევს, რომ ყველაფერი იძლევა იმის საფუძველს, საკითხი შესაბამისი უწყებების მხრიდან სამართლებრივი შესწავლის საფუძველი გახდეს.
„ხელისუფლების წარმომადგენლები მაშინ აცხადებდნენ, რომ „თბილავიამშენს“ აქვს პოტენციალი, მის ბაზაზე გარემონტდეს ახლო აღმოსავლეთში არსებული სამხედრო დანიშნულების ვერტმფრენების უდიდესი ნაწილი და რეგიონში არსებული სამოქალაქო თვითმფრინავების ძრავები. ქვეყნის უმაღლესმა ხელისუფლებამ „მწვანე შუქი“ აუნთო იმას, რომ „თბილავიამშენი“ რეგიონში აღარ იყო ერთ-ერთი უპირობო შემსრულებელი ამ დაკვეთებისა. საქმე უკვე ფინანსური თვალსაზრისით იმდენად მომხიბვლელი გახდა, რომ რეალურად მისი პოტენციალის ნაწილობრივ გასხვისება მოხდა. იკვეთება ფინანსური დაინტერესების საკითხები. ყველაფერი იძლევა იმის საფუძველს, რომ საკითხი შესაბამისი უწყებების მხრიდან სამართლებრივი შესწავლის საფუძველი გახდეს. არსებობს კონკრეტული საფუძველი იმისა, რომ კონკრეტული პირები სახელმწიფოსთვის საზიანო მოქმედებით დაინტერესდნენ. ამ შესაძლებლობის და პოტენციალის გასხვისებით ზარალი მიადგა საქართველოს სამრეწველო პოტენციალს“,- განაცხადა კობა კობალაძემ.
კობალაძის განმარტებით, „თბილავიამშენი“ პოსტსაბჭოთა სივრცეში საკმაოდ ძლიერი პოტენციალის მატარებელი იყო, არა მარტო ტექნიკის, არამედ პროფესიონალი სპეციალისტების თვალსაზრისითაც. მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გენერალი ეჭვქვეშ აყენებს მისი გასხვისების საკითხს. „თბილავიამშენი“ პანტიკო თორდიამ ჯერ სახელმწიფოს აჩუქა, შემდეგ კი სახელმწიფომ კერძო კომპანიაზე, რომლის უკანაც, კობალაძის ინფორმაციით, კახა ბენდუქიძე იდგა, მისი რეალური ღირებულების ბევრად დაბალ ფასად გაასხვისა. თუმცა კონტრაქტი, რომელიც უკვე გასხვისებულმა „თბილავიამშენმა“ აზერბაიჯანთან გააფორმა, კობალაძის თქმით, ვერ შედგებოდა სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების უშულო ჩართულობითა და მონაწილეობის გარეშე. გენერალ-მაიორი მიიჩნევს, რომ კონტრაქტის გაფორმების ორგანიზატორი მხოლოდ სახელმწიფოს უმაღლესი რანგის ჩინოვნიკები არიან.
„მოვლენების დინამიკას რომ დავაკვირდეთ, აღმოჩნდება, რომ 2010 წელს პანტიკო თორდიამ გამოიჩინა ე.წ. სულგრძელობა და „თბილავიამშენი“ თავისი წარმოებით სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა, რის შემდეგაც ეს წარმოება გაიყიდა კერძო კომპანიაზე, რომლის ერთ-ერთ პატრონად არაოფიციალურად კახა ბენდუქიძე სახელდებოდა. „თბილავიამშენი“ გაიყიდა სადღაც 90 მილონ დოლარად. ეს თანხა სრულად არც შეადგენს იმის ფასსაც კი, რა ფასიც აქვთ მის შენობა – ნაგებობებს, მანქანა – დანადგარებს და ასე შემდეგ. ეს გაცილებით ძვირფასი ქონება იყო. აქ არ ყოფილა გათვალისწინებული ინტელექტუალური პოტენციალის ფასი, რომელიც უძრავი ქონების ფასს რამდენჯერმე აღემატება. იქ იყო უაღრესად დიდი ინტელექტუალური პოტენციალი, რომელსაც მოჰყავდა ეს წარმოება ქმედებაში.
ეს საწარმო იყო კერძო პირების მფობელობაში, მაგრამ, ამავე დროს, ეს საწარმო იყო არა მარტო კერძოო პირების დაინტერესების საგანი, არამედ იყო სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი, რომლის მიმართულებას, რა თქმა უნდა, სახელმწიფო აკონტროლებდა. ამას არეგულირებს კანონიც. ამ ტიპის კონტრაქტები ვერანაირად ვერ გაფორმდება კერძო კომპანიის მიერ, რადგან საქმე სამხედრო დანიშნულების პროდუქციას ეხება. ამას კონკრეტული პროცედურები გააჩნია. ღიად და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ამ კონტრაქტის გაფორმების ორგანიზატორი მხოლოდ სახელმწიფოს უმაღლესი რანგის ჩინოვნიკები არიან, რადგან შეთანხმება სახელმწიფოთა შორის შედგა. პარტიოტულ ლაიტმოტივებს ხშირად ფარავდა ფინანსური ინტერესები, რომლის მოწმეებიც ჩვენ ვიყავით. ის, რომ ქვეყანას არა მარტო ზარალი მიადგა, არამედ კონკრეტულ სექტორში, სადაც ჩვენ შეგვეძლო ვყოფილიყავით მოთხონადი და დომინანტები, აღმოჩნდა, რომ ეს შესაძლებლობა რაღაც ეტაპზე გავუშვით ხელიდან.
მოქმედებები, რომლებიც „თბილავიამშენის“ გახსვისებას ემსახურებოდა, შესაძლოა, ყოფილიყო ხელისუფლების სრული უვიცობა, რაც ნაკლებ სავარაუდოა, შეიძლება ყოფილიყო გულგრილობა, რაზეც სისიხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ან კიდევ გაცილებით ცუდი რამ შეიძლება ყოფილიყო, რასაც ფინანსური დაინტერესება ჰქვია, რაც წინა ხელისუფლებისთვი სრულიად დამახასიათებელი იყო. პანტიკო თორდიას მხრიდან იმის თქმა, რომ აზერბაიჯანის სპეციალისტები მათ არ მოუმზადებიათ და ლიცენზია რ გადაუციათ, არ ნიშნავს იმას, რომ ხელშეკრულების ფორმატი ამას არ გავავალდებულებს. ხელშეკრულების ფორმატი ჩვენ ამას გვავალდებულებს“,- განაცხადა კობა კობალაძემ.
შეგახსენებთ რომ „თბილავიამშენმა”, 2010 წელს გაფორმებული შეთანხმებით, აზერბაიჯანს საფრენი აპარატების უვადოდ და უპირობოდ რემონტის შესაძლებლობა მიანიჭა. ამის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი გაფორმდა და „თბილავიამშენის“ ხელმძღვანელმა მეზობელ ქვეყანას შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა. შეთანხმება ასევე ითვალისწინებდა: აზერბაიჯანისთვის თვითმფრინავების ამწყობი ტექნიკური აღჭურვილობის, სარემონტო ტექნოლოგიის, აპარატურის, სარემონტო ქარხნის მოწყობის გადაცემას. რაც ასევე მნიშვნელოვანია, „თბილავიამშენმა“ მეზობელი ქვეყნის საავიაციო ბაზაზე მიავლინა საკუთარი კვალიფიციური სპეციალისტები, აზერბაიჯანული კადრები გადაამზადა და სერტიფიცირება გაატარა. შედეგად, დღეს აზერბაიჯანში, კერძოდ, ქალაქ სუმგაითში არსებობს ძლიერი საავიაციო საწარმო, სადაც მეზობელი ქვეყანა წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნიდან მიღებულ შეკვეთებს. მათ შორის, „სუ-25“-ების კაპიტალურ რემონტს.