პარლამენტში ვახტანგ გომელაურის კანდიდატურას განიხილავენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ვახტანგ გომელაურის კანდადატურის განხილვა კომიტეტებში იწყება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დამტკიცებისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
როგორც საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აცხადებს, პარლამენტს აქვს ორი კვირა იმისათვის, რომ განიხილოს კანდიდატურა და ასევე იმსჯელოს მისი არჩევის საკითხზე.
„საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა ვახტანგ გომელაურის კანდიდატურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. რეგლამენტის მიხედვით თავიდან კომიტეტებში მოხდება კანდიდატურის განხილვა. წამყვანი კომიტეტია ამ შემთხვევაში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი. პარლამენტს აქვს ორი კვირა იმისათვის, რომ განიხილოს კანდიდატურა და, იმავდროულად, იმსჯელოს მისი არჩევის საკითხზე“,-განაცხადა გიორგი კახიანმა.
შეგახსენთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გუშინ წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები