“ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული პოლიტიკოსები პარლამენტში ფრაქციას ქმნიან
“ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული პოლიტიკოსები პარლამენტში ფრაქციას ქმნიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს პავლე კუბლაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან, შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
კუბლაშვილის თქმით, შეხვედრაზე განხილული იყო როგორც ფრაქციის საკითხი, ასევე „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული პოლიტიკოსების იდეა, რომელიც სამხედრო სავადლებულო სამსახურს უკავშირდება.
“ფრაქციის შექმნას ვაპირებთ სექტემბერში. წინასწარ მოვლენებს არ გავუსწრებ და პოლიტიკურ შეთანხმებას ფრაქციასთან დაკავშირებით არ დავაზიანებ,” – განცხადება პავლე კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პავლე კუბლაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ და გოგა მელაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ მიმდინარე წლის მაისში დატოვეს.