გია ვოლსკი: უნდა იყოს 2 უწყება, რომელიც ერთმანეთზე ადმინისტრაციულად არ იქნება დამოკიდებული

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 უწყებად დაყოფის შესახებ ისაუბრა.
ვოლსკის განცხადებით, არ შეიძლება იყოს ისეთი სტრუქტურა, რომელიც წესრიგსაც და უსაფრთხოების საკითხებსაც თვითონ უვლის და პრაქტიკულად განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვს.
„უნდა იყოს 2 უწყება, რომელიც ერთმანეთზე ადმინისტრაციულად არ იქნება დამოკიდებული და, ამავდროულად, სახელმწიფო უსაფრთხოების და სახელმწიფოში მართლწესრიგის დამყარების პრინციპები მკაფიოდ იქნება გამიჯნული. არ შეიძლება იყოს ისეთი სტრუქტურა, რომელიც წესრიგსაც და უსაფრთხოების საკითხებსაც თვითონ უვლის და პრაქტიკულად განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვს. შსს-ს თემა იქნება გამიჯნული უსაფრთხოების თემისაგან, ეს კარგია იდეურადაც და უწყების დეპოლიტიზებას ხელს შეუწყობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები