ახალი შს მინისტრის კანდიდატურა უახლოეს 2-3 დღეში დასახელდება
შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის დანიშვნამდე, მინისტრის მოვალეობას ვახტანგ გომელაური შეასრულებს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ახალი მინისტრის კანდიდატურა უახლოეს 2-3 დღეში დასახელდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელს პოსტზე მოქმედი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური წარადგინა.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით და პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი კანონით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ორად გაიყო და საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციები ერთმანეთისგან გაიმიჯნა.