ვახტანგ გომელაური: ვეცდები, გავამართლო პრემიერის და ჩვენი ყველა მოქალაქის იმედები
ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა.
ვახატანგ გომელაურმა იმედი გამოთქვა, რომ მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება.
“მადლობა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის. ახლა მჭირდება მთავრობის მხარდაჭერა, იმედია, ჩემი კოლეგები მხარს დამიჭერენ, ასევე მჭირდება პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერა. ვეცდები, გავამართლო პრემიერის და ჩვენი ყველა მოქალაქის იმედები. ეს სამსახური ერთ-ერთი პრონციპული სამსახური იქნება სხვადასხვა დეპარტამენტი ერთიანდება. ვიზრუნებთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე მოქმედი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური წარადგინა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით და პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი კანონით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ორად გაიყო და საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციები ერთმანეთისგან გაიმიჯნა.