კახა კოჟორიძე იუსტიციის მინისტრს პასუხობს

პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძე იუსტიცისს მინისტრის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც წულუკიანი მთავარი პროკურორის დანიშვნის საკითხს ეხება. კოჟორიძე აღმასრულებელ ხელისუფლებას სამთავრობო პროგრამას ახსენებს, სადაც წერია, რომ მთავარი პროკურორის დანიშვნა მხოლოდ პრეზიდენტის პრეროგატივაა. პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის იუსტიციის მინისტრის არგუმენტი მიუღებელია.

„საქართველოს პრეზიდენტი მხარს უჭერს იმ წესს, რაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჩაიწერა სამთავრობო პროგრამაში და, რაც მოიწონა პარლამენტმა. მხარს უჭერს იმიტომ, რომ ეს არის უკეთესი წესი. არგუმენტი, რომ პრეზიდენტი ამ პროცესში არ უნდა იყოს ჩართული, რადგან ის აღარ არის მთავრობის მეთაური, საფუძველს მოკლებულია. პირიქით, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, თუ რატომ უნდა დაასახელოს მთავარი პროკურორის კანდიდატი პრეზიდენტმა. თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა პროკურატურის დეპოლიტიზაციის მიზნის მიღწევა, ეს წესი უნდა იყოს შემოღებული,“ – აცხადებს კახა კოჟორიძე.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესში პრეზიდენტის ჩართულობას საჭიროდ არ მიიჩნევს. “ეს არ არის საჭირო”, – განუცხადა წულუკიანმა მედიის წარმომადგენლებს შეკითხვაზე, რამდენად საჭიროდ მიიჩნევს მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ჩართულობას, რა წინადადებითაც თავად პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები